Monday, January 14, 2013

იცით თუ არა რომ კოკა-კოლა...


ალბათ არ გეცოდინებათ, რომ თავდაპირველად კოკა-კოლა მწვანე ფერის იყო და იგი სულ სხვა დანიშნულებით გამოიყენებოდა. თუ რა დანიშნულებები ჰქონდა და აქვს დღემდე, ამას მოკლედ გეტყვით: 
1. დარწმუნებული ვარ თქვენში რომელიმე მაინც იქნება ისეთი ადამიანი, რომელსაც არ ეყვარება წამლების დალევა. გაგახარებთ და გეტყვით, რომ თავის ატკივების შემთხვევაში შეგიძლიათ დალიოთ კოკა-კოლა. საქმე იმაშია, რომ თავდაპირველად მისი დანიშნულება ზუსტადაც, რომ თავის ტკივილის გაყუჩება იყო: იგი ისეთ რაოდენობით მინარევებს და კოფეინს შეიცავს, რომ წარმატებით კურნავს თავის ტკივილს.
2. ვისაც გაგაჩნიათ საკუთარი ეზო და მწერები გაწუხებენ სულაც არაა აუცილებელი, რომ გამოიყენოთ ძვირადღირებული ქიმიური საშუალებები, რათა განთავისუფლდეთ მათგან. კოკა-კოლა ისეთი ნივთიერებაა, რომელიც სპობს მწერებს. მაგრამ თუ თქვენ გადაწყვეტთ კოკა-კოლა დაიხმაროთ მწერების თავიდან მოსაშორებლად დაიმახსოვრეთ, რომ შემდეგ თქვენი ეზო წყლის უხვი რაოდენობით უნდა გადარეცხოთ, რადგან ერთადერთი მწერი რომელსაც კოკა-კოლა ვერ ერევა ეს არის ჭიანჭველა, ხოლო მოგეხსენებათ სადაც სიტკბოა, იქ ჭიანჭველაც მალევე ჩნდება.
3. უნიტაზის გახეხვა გინდათ და უცებ აღმოაჩინეთ, რომ სახეხი საშუალება გათავებულა? ამას ისიც დავამატოთ იუმორისთვის, რომ ლიფტიც გაფუჭებულია და საშინელი ქარბუქია გარეთ . ნუ ნერვიულობთ, გამოაღეთ მაცივარი, გამოიღეთ კოკა-კოლა და მოასხით იგი უნიტაზში. შემდეგ უბრალოდ ჩარეცხეთ წყალი. თქვენი უნიტაზი გახდება ისეთივე თეთრი როგორიც ადრე იყო.
4. შეიძინეთ მანქანა და ძრავში ჩახედვისას აღმოაჩინეთ, რომ იგი დაბინძურებულია გარედან. არაა პრობლემა – მისი გარეცხვა მარტივად შეიძლება. თუ არ ვცდები, სპეციალური სარეცხი საშუალება დაახლოებით 30 ლარამდე ღირს და თუ თქვენი მანქანის ძრავი ზომებში დიდია, მეეჭვება, რომ ერთი ცალი გეყოთ. თუმცა, არც ესაა პრობლემა: აიღეთ კბილის ჯაგრისი და კოკა-კოლა. გაწმინდეთ მანქანის ძრავი მათი გამოყენებით და იგი ჩვეულებრივად გასუფთავდება.
ეს არის არასრული ჩამონათვალი იმისა რაც კოკა–კოლას შეუძლია. დაინტერესების შემთხვევაში კი კიდევ დავამატებთ რამდენიმე საიტერესო ფაქტს კოკა–კოლის შესაძლებლობათა ნუსხიდან.
6. კოკა-კოლას სამშობლოში, ჯორჯიის შტატის დედაქალაქ ატლანტაში, კოკა-კოლას დაბადების 125 წლის იუბილე იზეიმეს. კოკა–კოლას შტაბ ბინის 122 მეტრიანი შენობის ოთხივე კედელზე, 3D ფორმატში დაპროექტებული, ცნობილი ბოთლის გამოსახულება იყო. 20 წუთის განმავლობაში კომპანიის ეს შენობა ყველაზე განათებული იყო მსოფლიოში. კომპანიის მიერ ღონისძიებაზე 1500 ადამიანი იყო შეკრებილი, ათასობით ამერიკელი კი ოთხი საათის განმავლობაში ტკბებოდა პირდაპირ ეთერში ტრანსლირებული კონცერტით.
მსოფლიოში ყველაზე მეტად გაყიდვადი გაზიანი სასმელი იძულებული გახდება, შეცვალოს თავისი რეცეპტი, გვატყობინებს Discoverynews-ი. მიზეზი: ქიმიური ხსნარი 4-მეთილიმიდაზოლი (4-MEI), რომელიც არა მარტო ამ სასმელის საღებავად, არამედ სხვა გაზიანი სასმელების, სოიოს სოუსებისა და ზოგიერთი ლუდისათვისაც მოიხმარება.
მომხმარებელთა დაცვის ამერიკულმა ასოციაციამ, საჯარო ინტერესების სფეროს სამეცნიერო ცენტრმა (Centre pour la science dans l'intérêt du public (CSPI)) ერთი წლის წინ ატეხა განგაში. 2011 წლის თებერვალში ასოციაცია საკვებისა და მედიკამენტების ამერიკულ ადმინისტრაციას (FDA) აღნიშნული ხსნარის შემცველი ყველა საკვები პროდუქტის სრულად და მარტივად აკრძალვას თხოვდა.
7.პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ მეცნიერები ვერ თანხმდებიან 4-MEI-საგან მოსალოდნელ საფრთხეებზე. მღრღნელებზე ჩატარებულ კვლევებზე დაყრდნობით ამერიკის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ მხოლოდ დღეში 1000 ქილაზე მეტი სასმელის მოხმარებისას ჩნედბა საშიშროება. თავის მხრივ, CSPI ახალ ტესტებს უპირისპირებს მათ, რომელიც საწინააღმდეგოს ამტკიცებს და სასმელის უსარგებლობაზე მეტყველებს. ასოციაციის მტკიცებით, კანცეროგენი მაშინ ფორმირდება, როდესაც ამიაკი და/ან სულფიტები 4-MEI-სთან ერთად გამოიყენება გაზიანი სასმელისათვის ყავისფერი შეფერილობის მისაცემად.

No comments:

Post a Comment