Monday, January 14, 2013

დაპირისპირება პეპსისთან


სადაც კოკაკოლაა იქ ყოველთვის არის პეპსიკოლა, პეპსი კოკას მუდამ კუდში მისდევს და ის მუდამ მასთანაა, თუმცა ეს ყოველთვის ასე არ ყოფილა. პეპსიკოლა როგორც სასმელი 1895 წელს შეიქმნა, რადგან პეპსის ისტორიას ისე კარგად არ ვიცნობ როგორც კოკაკოლის ისტორიას, ხშირ შემთხვევაში ვარაუდით შემოვიფარგლები ხოლმე, ასე მაგალითად, ალბათ პეპსი თავიდანვე იყო ჩაფიქრებული როგორც კოკას კონკურენტი რადგან მაში კოკაინი არ შედიოდა და ამიტომ ამ სასმელ სუსფთა სინდისით ბავშვებსაც სთავაზობდნენ, ეს იყო პირველ დარტყმა კოკაკოლისათვის, თუმცა ვითარება სულ რაღაც ათ წელიწდში გამოსწორდა. 1890იანი წლებიდან საზოგადოებრივი აზრი კოკაინის მიმართ შეიცვალა უარყოფითისკენ, არ ვიცი შეიძლება ამაში პეპსის ხელიც ერია. 1903 წელს კი გაზეთმა ნიუ იორკ ტრიბუნი დაწერა გამანადგურებელი სტატია რომ სწორედ კოკაკოლაა დამნაშავე იმაში რომ ადგილობრივი ზანგები, დათვრენენ რა ამ ნახევრადნარკოტიკული სასმელით, თავს ეხმოდნენ თეთრკანიენბსო, ესევც მეორე დარტყმა იყო კოკალისათვის მაგრამ როგორც მოგახსენეთ ვითარება სულ რაღაც ორ წელიწადში გამოსწორდა 1905 წლიდან კოკაკოლას შემადგენლობაში აღარ შედის კოკაინი, ანუ რეცეპტი თითქმის იგივეა, ერთი წილი კოლას ნაყოფი და სამი წილი კოკას ფოთლები, ოღონდ ამჯერად კოკას ფოთლები “გამოწურული” იყო და კოკაინს ღარ შეიცავდა, ასე რომ პეპსის ერთადერთი უპირატესობა, უსაფრთხოობა ბავშვებისათვის წარსულს ჩაბარდა. ამის შემდეგ მთელი ოთხმოცი წლის განმავლობაში პეპსი კოკაკოლას უკან მისდევდა და ვერაფრით ასწრებდა, თქვენ გაინტერესებთ რა მოხდა 1980 წელს? ამ ოთხმოცმა წელმა კი კოკაკოლის უპირობო ლიდერობით ჩაიარა, მისი ქარხნები ნაცისტურ გერმანიაშიც კი მუშაობდა. თუმცა სამოციან წლებში პეპსიმ დიდი გარღვევა მოახდნა, საბჭოთა კავშირში მსოფლიო გამოფენა ტარდებოდა, რომელსაც რიჩარდ ნიქსონც დაესწრო, პეპსიკოლას იმჟამინდელი პრეზიდენტი ნიქსონის მეგობარი იყო და თხოვა მეგობარს მეგობრულად, იქნებ რამენაირად მომიხერხო ხრუშოვი პეპსიკოლით ხელში დამიფიქსიროო. ასეც მოხდა ხრუშოვი არამარტო პეპსით ხელში დაფიქსირდა არამედ 25 წლიანი კონტრაქიც გააფორმა ამ კომპანიასთან და პესპსი კოლა საბჭოთა კავშირში კოლას ექსკლუზიური მიმწოდებელი გახდა. საპასუხოდ კოკაკოლამ ჩინეთის ბაზარზე შეაღწია, პეპსიმ დარტყმა სამხრეთამერიკაზე მიიტანა…
ამასობაში კი დადგა 1985 წელი, კოკაკოლის ასი წლისთავი ახლოვდებოდა, ალბათ კომპანიის ხელმძღვანელობა დაინტერესდა რანაირად უწევდა კონკურენციას პეპსი კოკას დაკომპანიის შიგნით ე.წ. ბრმა ტესტი ჩაატარეს, ანუ კოკაკოლას თანამშრომლებს გაასინჯეს ორივე სასმელი ისე რომ არ უთხრეს რომელი რომელი და იყო ჰკითხეს აბა ომელი უფრო მოგეწონათო, შედეგი დამანგრეველი აღმოჩნდა, კოკაკოლას თანამშრომლების თითქმის 80%მა პეპსი აირჩია! კომპანიის ხელმძღვანელობა ერტი შეხდვით ერთადერთ სწორ გამოსავალს მიაგნო, შეცვალეს კოკაკოლის გემო და დაარქვეს ახალი კოკაკოლა, ტუმცა ამ გადაწყვეტილების შედეგი კატასტროფული აღმოჩნდა, კომპანიაში ათასობით წერილი მივიდა აღშფოთებული მომხმრებლებისგან რომლებიც მწარმოებლებს ამცნობებდნენ ეს რა ჰქენითო? ზოგი იმასაც იწერებოდა ამას ჯობდა გეთქვათ ღმერთი არ არსებობსო, წერილებს კიდევ აიტანდა კაცი მაგრამ იმას რაც ამ ცვლილებას რეალურად მოყვა თავმოყვარე კოკაკოლელები ვერაფრით გადაიტანდნე, ისტორიაში ერთადერთხელ პეპსიკოლამ კოკაკოლას გადაუსწრო გაიყდვებში, სასწრაფოდ მიიღეს გადაეყვეტილება და უკვე 1986 წელს დააბრუნეს ძველი კოკაკოლა, რომელსაც კლასიკური კოკაკოლა მიაწრეს და ყველაფეი თავის ადგილას დაბრუნდა, კოკა კოლა ლიდერია პეპსი მუდმივად მეორეადგლოსანია.

No comments:

Post a Comment