Monday, January 14, 2013

რამდენიმე ფაქტი კოკა-კოლას შესახებ

1. როდესაც კოკა-კოლას ემატება მენთოლი, კარბონის დიოქსიდი იწყებს სწრაფად რეაქციაში შესვლას, რის შედეგადაც ხდება ბოთლიდან ქაფის უწყვეტი დენა, უარეს შემთხვევაში ბოთლის გახეთქვა. ეს ექსპერიმენტი საუკეთესოდ მოქმედებს დიეტურ კოკა-კოლასთან.

2. კოკა-კოლა საუკეთესო დამხმარეა მედუზის ნაკბენის სამკურნალოდ.

3. კოკა-კოლას არაჩვეულებრივად გაყავს არასასიამოვნო სუნი პირის ღრუდან.

4. თუ თქვენს თმაში მოხვდა საღეჭი რეზინა, გადაივლეთ კოკა-კოლა და  ის ძლიან მარტივად გამოვა იქიდან.

5. ცნობილმა სარეკლამო რეჟისორმა და მწერალმა, მსოფლიოს ბესტსელერის "99 ფრანკი"- ს ავტორმა, ფედერიკ ბეგბედერმა თავის ერთ-ერთ ნაშრომში კოკა-კოლაზე ისაუბრა. იგი ამბობს, რომ კოკა-კოლის სლოგანი "ორიგინალური ფორმულა", რომელიც მომხმარებლისთვის ცნობილია, როგორც ბოთლის/შეფუთვის აღმნიშვნელი გამონათქვამი, სულაც არ არის ასე. "ორიგინალური ფორმულა" ორაზროვანი გამონათქვამია, მომხმარებლისთვის ცნობილი, როგორც განსხვავებული შეფუთვა, ხოლო მეცნიერისთვის ცნობილი როგორც მავნე ნივთიერებებით გაჯერებული სასმელი, რომელიც ჯანმრთელობისთვის სახიფათოა. ამ მოსაზრებას ბეგბედერი შემდეგი არგუმენტით ამყარებს: "1985 წელს, როდესაც კოკა-კოლა პოპულარობის პიკზე იყო, გაზიანი სასმელი შეიცავდა ნატურალურ შაქარს. სწორედ ამ წელს, შაქარის დაზოგვის და ფულის მოგების მიზნით, კოკა-კოლამ ამოიღო შაქარი და მის ნაცვლად ქათმის ფრუქტოზის სიროფ დაამატა, რის შედეგადაც კოკა-კოლამ გემო იცვალა."

6.კოკა-კოლა ჩინურად "გამხიარულებას" ნიშნავს.

7. თუ კოკა-კოლაში ჩააგდებთ თევზის ან ხორცის ნაჭერს და დატოვებთ ორი დღის განმავლობაში შიგნით, შეამჩნევთ რომ სტეიკი გაქრება.

8.თუკი კოკა-კოლის ბოთლებს, რომელიც კი ოდესმე გამოცემულა უკლებლივ ყველას ერთმანეთზე დავადებთ, ისინი მიაღწევენ მთვარეს ზედიზედ ორჯერ.

9. ა.შ.შ-ს ბევრ შტატში პოლიციას ყოველთვის მომარჯვებული აქვს ორი ყუთი კოკა-კოლა, რათა დანაშაულის ადგილზე მისვლისას გააქროს კვალის ამბნევი სისხლი.

10. კოკა-კოლა ატარებდა აქციას, ვინ უფრო სწრაფად დალევდა უფრო მეტ ბოთლ კოკა-კოლას შესვენების გარეშე. ამ აქციის მონაწილე, რომელმაც ყველაზე მალე დალია 8 ბოთლი კოკა-კოლა, ადგილზე გარდაიცვალა. ექსპერტებმა სიკვდილის მიზეზად სისხლში დაგროვილი ზედმეტი კარბონის დიოქსიდი დაასახელეს, რომელიც კოკა-კოლამ გამოიწვია.

11. ძალიან ცოტამ თუ იცის რეალურად რისგან შედგება კოკა-კოლა. მისი ფორმულა საიმედოდ არის გასაიდუმლოებული. სწორედ ამიტომაა, რომ მასზე მომუშავეებს იმაზე მეტი ხელფასი აქვთ, ვიდრე მსოფლიოს 200 უნივერსიტეტის ლექტორს ერთად.

12. კოკა-კოლა პირველად გაიყიდა ავსტრალიის კონტინენტზე 1937 წელს, ახალ ზელანდიაში.


იცით თუ არა რომ კოკა-კოლა...


ალბათ არ გეცოდინებათ, რომ თავდაპირველად კოკა-კოლა მწვანე ფერის იყო და იგი სულ სხვა დანიშნულებით გამოიყენებოდა. თუ რა დანიშნულებები ჰქონდა და აქვს დღემდე, ამას მოკლედ გეტყვით: 
1. დარწმუნებული ვარ თქვენში რომელიმე მაინც იქნება ისეთი ადამიანი, რომელსაც არ ეყვარება წამლების დალევა. გაგახარებთ და გეტყვით, რომ თავის ატკივების შემთხვევაში შეგიძლიათ დალიოთ კოკა-კოლა. საქმე იმაშია, რომ თავდაპირველად მისი დანიშნულება ზუსტადაც, რომ თავის ტკივილის გაყუჩება იყო: იგი ისეთ რაოდენობით მინარევებს და კოფეინს შეიცავს, რომ წარმატებით კურნავს თავის ტკივილს.
2. ვისაც გაგაჩნიათ საკუთარი ეზო და მწერები გაწუხებენ სულაც არაა აუცილებელი, რომ გამოიყენოთ ძვირადღირებული ქიმიური საშუალებები, რათა განთავისუფლდეთ მათგან. კოკა-კოლა ისეთი ნივთიერებაა, რომელიც სპობს მწერებს. მაგრამ თუ თქვენ გადაწყვეტთ კოკა-კოლა დაიხმაროთ მწერების თავიდან მოსაშორებლად დაიმახსოვრეთ, რომ შემდეგ თქვენი ეზო წყლის უხვი რაოდენობით უნდა გადარეცხოთ, რადგან ერთადერთი მწერი რომელსაც კოკა-კოლა ვერ ერევა ეს არის ჭიანჭველა, ხოლო მოგეხსენებათ სადაც სიტკბოა, იქ ჭიანჭველაც მალევე ჩნდება.
3. უნიტაზის გახეხვა გინდათ და უცებ აღმოაჩინეთ, რომ სახეხი საშუალება გათავებულა? ამას ისიც დავამატოთ იუმორისთვის, რომ ლიფტიც გაფუჭებულია და საშინელი ქარბუქია გარეთ . ნუ ნერვიულობთ, გამოაღეთ მაცივარი, გამოიღეთ კოკა-კოლა და მოასხით იგი უნიტაზში. შემდეგ უბრალოდ ჩარეცხეთ წყალი. თქვენი უნიტაზი გახდება ისეთივე თეთრი როგორიც ადრე იყო.
4. შეიძინეთ მანქანა და ძრავში ჩახედვისას აღმოაჩინეთ, რომ იგი დაბინძურებულია გარედან. არაა პრობლემა – მისი გარეცხვა მარტივად შეიძლება. თუ არ ვცდები, სპეციალური სარეცხი საშუალება დაახლოებით 30 ლარამდე ღირს და თუ თქვენი მანქანის ძრავი ზომებში დიდია, მეეჭვება, რომ ერთი ცალი გეყოთ. თუმცა, არც ესაა პრობლემა: აიღეთ კბილის ჯაგრისი და კოკა-კოლა. გაწმინდეთ მანქანის ძრავი მათი გამოყენებით და იგი ჩვეულებრივად გასუფთავდება.
ეს არის არასრული ჩამონათვალი იმისა რაც კოკა–კოლას შეუძლია. დაინტერესების შემთხვევაში კი კიდევ დავამატებთ რამდენიმე საიტერესო ფაქტს კოკა–კოლის შესაძლებლობათა ნუსხიდან.
6. კოკა-კოლას სამშობლოში, ჯორჯიის შტატის დედაქალაქ ატლანტაში, კოკა-კოლას დაბადების 125 წლის იუბილე იზეიმეს. კოკა–კოლას შტაბ ბინის 122 მეტრიანი შენობის ოთხივე კედელზე, 3D ფორმატში დაპროექტებული, ცნობილი ბოთლის გამოსახულება იყო. 20 წუთის განმავლობაში კომპანიის ეს შენობა ყველაზე განათებული იყო მსოფლიოში. კომპანიის მიერ ღონისძიებაზე 1500 ადამიანი იყო შეკრებილი, ათასობით ამერიკელი კი ოთხი საათის განმავლობაში ტკბებოდა პირდაპირ ეთერში ტრანსლირებული კონცერტით.
მსოფლიოში ყველაზე მეტად გაყიდვადი გაზიანი სასმელი იძულებული გახდება, შეცვალოს თავისი რეცეპტი, გვატყობინებს Discoverynews-ი. მიზეზი: ქიმიური ხსნარი 4-მეთილიმიდაზოლი (4-MEI), რომელიც არა მარტო ამ სასმელის საღებავად, არამედ სხვა გაზიანი სასმელების, სოიოს სოუსებისა და ზოგიერთი ლუდისათვისაც მოიხმარება.
მომხმარებელთა დაცვის ამერიკულმა ასოციაციამ, საჯარო ინტერესების სფეროს სამეცნიერო ცენტრმა (Centre pour la science dans l'intérêt du public (CSPI)) ერთი წლის წინ ატეხა განგაში. 2011 წლის თებერვალში ასოციაცია საკვებისა და მედიკამენტების ამერიკულ ადმინისტრაციას (FDA) აღნიშნული ხსნარის შემცველი ყველა საკვები პროდუქტის სრულად და მარტივად აკრძალვას თხოვდა.
7.პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ მეცნიერები ვერ თანხმდებიან 4-MEI-საგან მოსალოდნელ საფრთხეებზე. მღრღნელებზე ჩატარებულ კვლევებზე დაყრდნობით ამერიკის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ მხოლოდ დღეში 1000 ქილაზე მეტი სასმელის მოხმარებისას ჩნედბა საშიშროება. თავის მხრივ, CSPI ახალ ტესტებს უპირისპირებს მათ, რომელიც საწინააღმდეგოს ამტკიცებს და სასმელის უსარგებლობაზე მეტყველებს. ასოციაციის მტკიცებით, კანცეროგენი მაშინ ფორმირდება, როდესაც ამიაკი და/ან სულფიტები 4-MEI-სთან ერთად გამოიყენება გაზიანი სასმელისათვის ყავისფერი შეფერილობის მისაცემად.

დაპირისპირება პეპსისთან


სადაც კოკაკოლაა იქ ყოველთვის არის პეპსიკოლა, პეპსი კოკას მუდამ კუდში მისდევს და ის მუდამ მასთანაა, თუმცა ეს ყოველთვის ასე არ ყოფილა. პეპსიკოლა როგორც სასმელი 1895 წელს შეიქმნა, რადგან პეპსის ისტორიას ისე კარგად არ ვიცნობ როგორც კოკაკოლის ისტორიას, ხშირ შემთხვევაში ვარაუდით შემოვიფარგლები ხოლმე, ასე მაგალითად, ალბათ პეპსი თავიდანვე იყო ჩაფიქრებული როგორც კოკას კონკურენტი რადგან მაში კოკაინი არ შედიოდა და ამიტომ ამ სასმელ სუსფთა სინდისით ბავშვებსაც სთავაზობდნენ, ეს იყო პირველ დარტყმა კოკაკოლისათვის, თუმცა ვითარება სულ რაღაც ათ წელიწდში გამოსწორდა. 1890იანი წლებიდან საზოგადოებრივი აზრი კოკაინის მიმართ შეიცვალა უარყოფითისკენ, არ ვიცი შეიძლება ამაში პეპსის ხელიც ერია. 1903 წელს კი გაზეთმა ნიუ იორკ ტრიბუნი დაწერა გამანადგურებელი სტატია რომ სწორედ კოკაკოლაა დამნაშავე იმაში რომ ადგილობრივი ზანგები, დათვრენენ რა ამ ნახევრადნარკოტიკული სასმელით, თავს ეხმოდნენ თეთრკანიენბსო, ესევც მეორე დარტყმა იყო კოკალისათვის მაგრამ როგორც მოგახსენეთ ვითარება სულ რაღაც ორ წელიწადში გამოსწორდა 1905 წლიდან კოკაკოლას შემადგენლობაში აღარ შედის კოკაინი, ანუ რეცეპტი თითქმის იგივეა, ერთი წილი კოლას ნაყოფი და სამი წილი კოკას ფოთლები, ოღონდ ამჯერად კოკას ფოთლები “გამოწურული” იყო და კოკაინს ღარ შეიცავდა, ასე რომ პეპსის ერთადერთი უპირატესობა, უსაფრთხოობა ბავშვებისათვის წარსულს ჩაბარდა. ამის შემდეგ მთელი ოთხმოცი წლის განმავლობაში პეპსი კოკაკოლას უკან მისდევდა და ვერაფრით ასწრებდა, თქვენ გაინტერესებთ რა მოხდა 1980 წელს? ამ ოთხმოცმა წელმა კი კოკაკოლის უპირობო ლიდერობით ჩაიარა, მისი ქარხნები ნაცისტურ გერმანიაშიც კი მუშაობდა. თუმცა სამოციან წლებში პეპსიმ დიდი გარღვევა მოახდნა, საბჭოთა კავშირში მსოფლიო გამოფენა ტარდებოდა, რომელსაც რიჩარდ ნიქსონც დაესწრო, პეპსიკოლას იმჟამინდელი პრეზიდენტი ნიქსონის მეგობარი იყო და თხოვა მეგობარს მეგობრულად, იქნებ რამენაირად მომიხერხო ხრუშოვი პეპსიკოლით ხელში დამიფიქსიროო. ასეც მოხდა ხრუშოვი არამარტო პეპსით ხელში დაფიქსირდა არამედ 25 წლიანი კონტრაქიც გააფორმა ამ კომპანიასთან და პესპსი კოლა საბჭოთა კავშირში კოლას ექსკლუზიური მიმწოდებელი გახდა. საპასუხოდ კოკაკოლამ ჩინეთის ბაზარზე შეაღწია, პეპსიმ დარტყმა სამხრეთამერიკაზე მიიტანა…
ამასობაში კი დადგა 1985 წელი, კოკაკოლის ასი წლისთავი ახლოვდებოდა, ალბათ კომპანიის ხელმძღვანელობა დაინტერესდა რანაირად უწევდა კონკურენციას პეპსი კოკას დაკომპანიის შიგნით ე.წ. ბრმა ტესტი ჩაატარეს, ანუ კოკაკოლას თანამშრომლებს გაასინჯეს ორივე სასმელი ისე რომ არ უთხრეს რომელი რომელი და იყო ჰკითხეს აბა ომელი უფრო მოგეწონათო, შედეგი დამანგრეველი აღმოჩნდა, კოკაკოლას თანამშრომლების თითქმის 80%მა პეპსი აირჩია! კომპანიის ხელმძღვანელობა ერტი შეხდვით ერთადერთ სწორ გამოსავალს მიაგნო, შეცვალეს კოკაკოლის გემო და დაარქვეს ახალი კოკაკოლა, ტუმცა ამ გადაწყვეტილების შედეგი კატასტროფული აღმოჩნდა, კომპანიაში ათასობით წერილი მივიდა აღშფოთებული მომხმრებლებისგან რომლებიც მწარმოებლებს ამცნობებდნენ ეს რა ჰქენითო? ზოგი იმასაც იწერებოდა ამას ჯობდა გეთქვათ ღმერთი არ არსებობსო, წერილებს კიდევ აიტანდა კაცი მაგრამ იმას რაც ამ ცვლილებას რეალურად მოყვა თავმოყვარე კოკაკოლელები ვერაფრით გადაიტანდნე, ისტორიაში ერთადერთხელ პეპსიკოლამ კოკაკოლას გადაუსწრო გაიყდვებში, სასწრაფოდ მიიღეს გადაეყვეტილება და უკვე 1986 წელს დააბრუნეს ძველი კოკაკოლა, რომელსაც კლასიკური კოკაკოლა მიაწრეს და ყველაფეი თავის ადგილას დაბრუნდა, კოკა კოლა ლიდერია პეპსი მუდმივად მეორეადგლოსანია.