Wednesday, December 19, 2012

კოკა-კოლის შესახებ


50 წლის წინ სოფლის მოხუცი ექიმი ცხენით ქალაქში ჩავიდა. მან ცხენი დააბა და უკანა შესასვლელიდან აფთიაქში შევიდა. მოხუცი ექიმი და აფთიაქის კლერკი ერტ საათზე მეტ ხანს რაღაცეებზე ვაჭრობდნენ. შემდეგ ექიმი გამოვიდა და უკან დიდი, ძველმოდური ქვაბით და ხის სარევით დაბრუნდა.
კლერკმა ქვაბში მოთავსებული სითხის გასინჯვის შემდეგ ექიმს - 50 დოლარი გადაუხადა. არც მოხუცმა ექიმმა და არც ახალგაზრდა კლეკმა არ იცოდნენ, თუ რა ზღაპრული სიმდიდრე გამოუწერა განგებამ ამ ქვაბიდან.
კლეკრმა შეიძინა იდეა! მაგრამ ქვაბის სასწაულები მას შემდეგ დაიწყო, რაც ახალმა მფლობელმა საიდუმლო ინსტრუქციას რაღაცა დაუმატა, რის თაობაზეც ექიმმა არაფერი იცოდა.
ასე ამოიზარდა „ კოკა- კოლას’’ გიგანტური იმპერია ერთადერთი იდეიდან. ის საიდუმლო შემადგენლობა რაც აფთიაქის კლერკმა ეზა კენდლერმა სასმლის რეცეპტს დაუმატა იყო ფანტაზია ( სასსმელი აქაფა) ამან მას წარმოუდგენელი სიმდიდრე მოუტანა.

ქართველ მეწარმეს თემურ ჭყონიას სურდა მსოფლიო ბრენდი „კოკა-კოლა’’ საქართველოშიც ყოფილიყო. მას შეეძლო ამ სტრუქტურებისთვის დახარჯული თნხით, უამრავი სახინკლე და რესტოანი გაეხსნა, მაგრამ მან სხვა გზა არჩია, - ქართველი მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი გახდა ახალი ბრენდი.
საქართველოში „კოკა-კოლას’’ ამოქმედება საყურადღებოა იმითაც, რომ ეს იყო ერთ-ერთი პირველი მაგალითი ფრანჩაიზინგოის სისტემის გამოყენებისა. ეს ბიზნეს-კომპანიები მსოფლიო ფრანჩაიზინგის გრანდებია. „კოკა-კოლ’’ მსოფლიოს 80 ქვეყანაში ძალიან დიდი წარმატებიტ მუშაობს.
კოკა-კოლა მასიური მარკეტინგია- მარკეტინგი, რომელიც მიმართულია იმისაკენ, რომ ბაზარზე წინ წასეიოს მასიური მოთხოვნის, ფართო გავრცელებისა და გამოყენების ერთი ტიპის საქონელი. (კვების პროდუქტები, ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, საყოფაცხოვრებო ქიმია, საყოფაცხოვრებო ტექნიკა და ა.შ.) მასიური მარკეტინგის დროს გამყიდველი ახორციელებს თავისი პროდუქტის მასიურ წარმოებას, მასიურ განაწილებას და სტიმულს აძლევს ერთი და იგივე საქონლის ყველა მომხმარებლისათვის გაყიდვას ერთდროულად, თანაც ასევე მასიური მოცულობით. ამასთან ბაზარი არ ექვემდებარება სეგმენტაციას, ხოლო მომხმარებელი შესწავლას.
ასევეა კომპანია „კოკა-კოლა’’ , რომელიც თავისი საქმიანობის ერთ-ერთ ეტაპზე ახდენდა ერთი სახის სასმელის წარმოებას და რეალიზაციას ყველა ბაზარზე.



1 comment: