Wednesday, December 19, 2012

კოკა-კოლის შესახებ


50 წლის წინ სოფლის მოხუცი ექიმი ცხენით ქალაქში ჩავიდა. მან ცხენი დააბა და უკანა შესასვლელიდან აფთიაქში შევიდა. მოხუცი ექიმი და აფთიაქის კლერკი ერტ საათზე მეტ ხანს რაღაცეებზე ვაჭრობდნენ. შემდეგ ექიმი გამოვიდა და უკან დიდი, ძველმოდური ქვაბით და ხის სარევით დაბრუნდა.
კლერკმა ქვაბში მოთავსებული სითხის გასინჯვის შემდეგ ექიმს - 50 დოლარი გადაუხადა. არც მოხუცმა ექიმმა და არც ახალგაზრდა კლეკმა არ იცოდნენ, თუ რა ზღაპრული სიმდიდრე გამოუწერა განგებამ ამ ქვაბიდან.
კლეკრმა შეიძინა იდეა! მაგრამ ქვაბის სასწაულები მას შემდეგ დაიწყო, რაც ახალმა მფლობელმა საიდუმლო ინსტრუქციას რაღაცა დაუმატა, რის თაობაზეც ექიმმა არაფერი იცოდა.
ასე ამოიზარდა „ კოკა- კოლას’’ გიგანტური იმპერია ერთადერთი იდეიდან. ის საიდუმლო შემადგენლობა რაც აფთიაქის კლერკმა ეზა კენდლერმა სასმლის რეცეპტს დაუმატა იყო ფანტაზია ( სასსმელი აქაფა) ამან მას წარმოუდგენელი სიმდიდრე მოუტანა.

ქართველ მეწარმეს თემურ ჭყონიას სურდა მსოფლიო ბრენდი „კოკა-კოლა’’ საქართველოშიც ყოფილიყო. მას შეეძლო ამ სტრუქტურებისთვის დახარჯული თნხით, უამრავი სახინკლე და რესტოანი გაეხსნა, მაგრამ მან სხვა გზა არჩია, - ქართველი მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი გახდა ახალი ბრენდი.
საქართველოში „კოკა-კოლას’’ ამოქმედება საყურადღებოა იმითაც, რომ ეს იყო ერთ-ერთი პირველი მაგალითი ფრანჩაიზინგოის სისტემის გამოყენებისა. ეს ბიზნეს-კომპანიები მსოფლიო ფრანჩაიზინგის გრანდებია. „კოკა-კოლ’’ მსოფლიოს 80 ქვეყანაში ძალიან დიდი წარმატებიტ მუშაობს.
კოკა-კოლა მასიური მარკეტინგია- მარკეტინგი, რომელიც მიმართულია იმისაკენ, რომ ბაზარზე წინ წასეიოს მასიური მოთხოვნის, ფართო გავრცელებისა და გამოყენების ერთი ტიპის საქონელი. (კვების პროდუქტები, ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, საყოფაცხოვრებო ქიმია, საყოფაცხოვრებო ტექნიკა და ა.შ.) მასიური მარკეტინგის დროს გამყიდველი ახორციელებს თავისი პროდუქტის მასიურ წარმოებას, მასიურ განაწილებას და სტიმულს აძლევს ერთი და იგივე საქონლის ყველა მომხმარებლისათვის გაყიდვას ერთდროულად, თანაც ასევე მასიური მოცულობით. ამასთან ბაზარი არ ექვემდებარება სეგმენტაციას, ხოლო მომხმარებელი შესწავლას.
ასევეა კომპანია „კოკა-კოლა’’ , რომელიც თავისი საქმიანობის ერთ-ერთ ეტაპზე ახდენდა ერთი სახის სასმელის წარმოებას და რეალიზაციას ყველა ბაზარზე.



Thursday, December 13, 2012

კოკა-კოლის შექმნის ისტორია

უალკოჰოლო სასმელების კომპანიის კოკა კოლას შექმნის ისტორია იწყება 1886 წლის 8 მაისს ამერიკის პატარა ქალაქ ატლანატაში. სასმელი შეიქმნა მოყვარული ქიმიკოსის - ჯონ პემბერტონის მიერ საკუთარი სახლის უკანა ეზოში.
ჯონ პემბერტონი 

 ყოფილი ამერიკელი კავალერისტი ჯონ პემბერტონი,კაპიტანი, კონფედერატების დამარცხების შემდეგ აღმოჩნდა სამსახურის გარეშე და იძულებული გახდა მოეფიქრებინა რაიმე თავის სარჩენად. გამომდინარე იქედან, რომ იგი ახალგაზრდობიდანვე გატაცებული იყო ქიმიური ცდებით, მან ატლანტაში გახსნა პატარა პარმაცეპტული კომპანია. ერთ მშვენიერ დღეს (1886 წლის 8 მაისს) ჯონმა მოხარშა ახალი სიროფი და თავისი ნამუშევრის გასაცნობად დაუძახა მეგობარს და კომპანიის ბუღალტერს ფრენკ რობინსონს. ფრენკს სიროფი ძალიან მოეწონა და ურჩია მას აუცილებლად ჩაეწერა ამ არაჩვეულებრივი სასმელის რეცეპტი. ძირთდი ინგრედიენტები, რისგანაც იგი შედგებოდა იყო სამი წილი კოკის ფოთლები და ერტი წილი ტროპიკული ხის - კოლის ნაყოფი. მიღებული სასმელის დანიშნულება პემბერტონის თქმით იყო სამკურნალო პრეპარატი „ყველა სახის ნერვიული აშლილობისთვის“. სიროფი იყო ტკბილი და ბლანტე. ჯონმა თავისი გამოგონება გასაყიდად მიუტანა ქალაქსი ყველაზე დიდ აფთიაქს - jakobs’ pharmacy.

 იმავე დღეს სიროფის პირველი პორცია გაყიდული იქნა აფთიაქიდან ჭიქა 5 ცენტად. ცოტა ხანსი აფთიაქის გამყიდველებმა სიროფში შეურიეს გაზიანი წყალი. მთელი პირველი წლის განმალობაში სასმელი იყიდებოდა საშუალოდ დღეში ათ ჭიქამდე. დასახელება „კოკა-კოლა“, ისევე როგორც წარწერის შრიფტი შექმნა ფრენკ რობინსონმა. გამომგონებელმა ჯონ პემბერტონმა, რომლემაც ვერ განსაზღვრა კოკა კოლის სასმელის მომავალი წარმატება, გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე 1888 წელს მიჰყიდა თავისი საქმე სხვადასხვა პარტნიორებს. გარკვეული პერიოდის შემდეგ ატლანტაში ჩნდება ირლანდიელი ღარიბი ემიგრანტი- აზა კენდლერი, რომელსაც ჯიბეში მხოლოდ დოლარი და 75 ცენტი აქვს, მაგრამ აქვს გამართლების დიდი რწმენა. საკმაოდ კარგი კომერციული ნიჭის შედეგად იგი ახერხებს გარკვეული კაპიტალის დაგრვებას და კოკა კოლას რეცეპტის შეყიდვას ჰემბერტონის ქვრივისგან 2300 ამერიკუ დოლარად. ძმასთან და ორ კომპანიონთან ერთად აზა კანდლერი 1893 წლის 31 იანვარს ჯორჯიას შტატში აფუძნებს კომპანიას სახელწოდებით - „The coca-cola company“ საწყისი კაპიტალით 100 ათასი დოლარი და ოპიციალურად არეგისტრირებს მის სავაჭრო ნისანს, რომელიც გამოიყენებოდა 2886 წლიდან. შეიძლება თავისუფლად ითქვას, რომ თუ პემბერტონი არის კოკა კოლის სასმელის შემქმნელი , აზა კანდლერი არის კომპანია კოკა კოლის შემქმნელი. იმავე წელს გადახდილი იქნა კომპანიის აქციების პირველი დივიდენდები (20 დოლარი აქციში) იქედან მოყოლებული კომპანია ყოველ წელს თავის აუქციონერებს უხდის დივიდენდებს. აზა კენდლერი იწყებს კოკა კოლას სარეკლამო კომპანიას, ქმნის პროდუქტის რეალიზაციის განყოპილებას, რომელშიც იწვევს ენერგიულ თანამშრომლებს. გამომდინარე იქედან, რომ კარგი რეკლამისათვის ეს ყველაფერი საკმარისი არ არის, აზა იყენებს მაშინდელი დროისთვის ახალ სარეკლამო ფორმებს. იგი იწყებს ფოსტის საშუალებით კოა კოლას უფასო პორციების მიღბაზე კუპონებს და კომპანიის სავაჭრო ნიშნის გამოსახულებიანი სუვენირების დაგზავნას. ამ სუვენირების აქციას კომპანიისთვის მოაქვს განუზომლად დიდი პოპულარობა. სასმელი ხდება ძალიან მოდური, კომპანიის ლოგო კი ცნობადი ყველასათვის. იგი იბეჭდება მოდური ჟურნალების გარეკანებზე, უზარმაზარ პლაკატებზე და ა.შ. 1894 წელს იხსნება სიროფის წარმოების მეორე ქარხანა ტეხასის შტატში. ამავე წელს ქალაქ ვისკბურგის ერთ-ერთმა მაღაზიის მფლობელმი სიმარტივისათვის იწყებს კოკა კოლაის ბოთლებში ჩამოსხმას და ამ ფორმით გაყიდვას. ხუთი წლის შემდეგ კი ორი მწარმოებელი ბენჟამინ ტომასი და ოზეფ უაიტხედი კენდლერისაგან ღებულობს სასმელის ბოთლებში ჩამოსხმის და გაყიდვის ექსკლუზიურ უფლებას ამერიკის მთელ ტერიტორიაზე. იზა კენდლერი ვერ ხედავს დიდ მოგებას ბოთელბით გაყიდვაში და ამიტომ თმობს ამ ექსკლუზივს სიმბოლურ ფასად - 1 დოლარად. ცოტა წინსწრებიტ ავღნიშნავთ, რომ ბოთლებში ჩამოსხმულმა კოკა კოლის გაყიდვის მოგემაბ მხოლოდ 1928 წელს გადააჭარბა ჩამოსასხმელი კოკა კოლის მოგებას. 1898 წელს ატლანტაში შენდება სამ სართულიანი კოკა კოლის ოფისი. შემდეგი 20 წლის განმავლობაში კოკა კოლის ქარხნების რიცხვი აღწევს ათასს. 1902 წელს ბაზარზე ჩნდება ახალი კონურენტი კომპანია პეპსი-კოლა (Pepsi-Cola). 1906 წელს კოკა კოლა გადის კუბის და პანამის ბაზარზე. მაგრამ ჩნდებიან ყალბი სასმელის დამამზადებლები. მათთან საბრძოლველად კომპანია 1925 წელს ქმნის ცნობილ კონტურულ ბოთლს. მისი დიზაინი იქმნება ინდიანას შტატში. 1977 წელს კონტურული ბოთლი რეგისტრირდება, როგორც კოკა კოლის ერთ-ერთ სავაჭრო ნიშანი. 1919 წელს აზა კენდლერი ჰყიდის კომპანიას ერნესტ ბუდრაჰს - 25 მილიონ დოლარად. 1923 წელს კომპანიის სათავეში დგება ერნესტის შვილი - რობერტ ბუდრაჰტი, რომელიც თანამდებობაზე რჩება 60 წლის განმავლობაში. იგი ქმნის კორპორაცია კოკა კოლას. იქმნება კოკა კოლის გაყიდვის ერთიანი სტანდარტები. ამის შემდეგ კოა კოლა ხდება ოლიმპიური და სხვა საერთაშორისო სპორტული ტამაშების სისტემატიური სპონსორი. 1931 წელს კომპანია ამერიკელ მხატვარს ჰარდონ სუნდბოლმს უკვეთავს თეთრ-წითელი ფერის სანტა კლაუსის კოსტუმის დიზაინს (მანამდე სანტა კლაუსი იცვამდა სხვადასხვა ფერის და ფორმის ტანისამოსს). მხატვარი ბევრი ჰიქრის შემდეგ სანტას ხატავს თავისი ავტოპორტრეტის სახით. ამავე პერიოდში დიდ პოპულარობას იძენს პეპსი კოლა. მასტან საბრძოლელად კოკა კოლას შეაქვს სარჩერი კონკურენტის მიერ საავტორო უფლებების დარღვევასტან დაავშირებით (სახელწოდება კოლას გამოყენება). დიდი და სკანდალური საქმე მტავრდება მშვდობიანი შეთანხმებიტ. მაგრამ იწყება „ცივი ომი“ ორ კონკურენტ კომპანის შორის. 1960 წელს იწყება სასმელის ქილებში ჩამოსხმა, რომელიც მანამდე გამოიყენებოდა მხოლოდ არმიისათვის. 1977 წლიდან კი იწყება კოკა კოლის 2 ლიტრიან პლასტიკურ ბოთლებში გამოშვება.

1982 წელს გამოდის კოკა კოლასახალი ასმელი Diet Kola, რომელიც შაქრის მაგივრად შეიცავს შემცვლელს და არა ნალებად კალორიულია. დგევანდელ დგეს კოკა კოლა მთელს მსოპლიოში ცნობადი მარკაა. იგი იყიდება თითქმის 200 ქვეყანაში. ერთი დღის განმავლობაშ მთელს მსოფლიოში იყიდება საშუალოდ 1 მილიარდი ბოთლი. საქართველოში კოკა-კოლის პარტნიორი საქართველოს ბანკია.